


ფილტრი - დოქი AQUAPHOR PROVANCE A5 შავი
დეტალური აღწერა:
თბილისის წყალმომარაგების კომპანია სათაო ნაგებობებში წმენდს წყალს და ქლორავს. ქლორირება წყლის უნებელყოფისთვის არის გამიზნული - ქლორი სპობს ბაქტერიებს და ვირუსებს. სათავეებიდან ჩვენს ონკანებამდე წყალმა უნდა გაიაროს ათეულობით კილომეტრი ძველ და დაბინძურებულ მილსადენებში. აქედან გამომდინარე, ონკანის წყალს აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი წმენდა და ჩვენი კომპანია გთავაზობთ ამისათვის ყველაზე ეფექტურ მეთოდს:
ესტონურ-ამერიკული კომპანია "AQUAPHOR" ის (აკვაფორი) მიერ წარმოებული სასმელი წყლის გასაფილტრი დოქი "AQUAPHOR PROVANCE" (აკვაფორი პროვანსი)б მოცულობა 4.2 ლიტრი, დაამშვენებს ნებისმიერი დიზაინის სამზარეულოს. წლის ფილტრის კორპუსი დამზადებულია მაღალი ხარისხის გერმანული მინანარევი პლასტიკისაგან. დიდი მოცულობა გვაძლევს საშუალებას მოვიხმაროთ სუფთა წყალი არა მხოლოდ დასალევად, არამედ სადილის მოსამზადებლად და ყავა და ჩაის მოსადუღებლად. წყლის ფილტრს კომპლექტში მოყვება კარტრიჯი AQUAPHOR A5 (რესურსი - 350ლ), რომელიც ამდიდრებს წყალს მაგნიუმით და აშორებს მას ისეთ მავნე მინარევებს, როგორიცაა:
-
ქლორი და მისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნი და გემო
-
მექანიკური ნაწილაკები (სილა, ქვიშა, ჟანგი)
-
მძიმე მეტალები
-
რკინა
-
სიხისტის მარილები
-
პესტიციდები
-
ნავთობპროდუქტები
-
ამდიდრებს წყალს მაგნიუმით - აუცილებელი მინერალით ჯანმრთელი გული და სისხლძარღვებისთვის.